16:09:36     22-12-2017
”შენ ეი, რაგბის ბურთს რომ მიგიგავს თავი მოჭიდავე-დეპუტატო!" - რომან გოცირიძე ოპონენტს დუელში იწვევს

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხელების ბრახუნით და შეძახილებით შეხვდნენ.
ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრი მასთან გუშინდელი დაპირისპირების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ბიძგი მისცა ძალადობას.
ამან პარლანტის დარბაზში არეულობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ თემებთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ ნაციონალური მოძრაობის წევრს რომან გოცირიძეს დაუკავშირდა.
„გუშინ, პარლამენტი ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა, ვინაიდან არცერთი გამოსვლა ოპოზიციის წევრების არ გასცდენია პოლიტიკურ თემატიკას.
ეს იყო მთავრობის საქმიანობის უმწვავესი კრიტიკა, რასაც სამართლიანად იმსახურებს ეს უსაქმური მთავრობა, თუცა უსაქმური ეს მათთვის ძალიან რბილი შედარეებაა. მთავრობას აქამდე უნიათოდ და უუნაროდ მოვიხსენიებდით, თუმცა უნიათობა და უუნარობა უფრო საწყალი მთავრობის შთაბეჭდილებას გვიქმნის, საწყლები კი ნამდვილად არ არიან, პირიქით, ძალიან აგრესიულები და კორულმპირებულები არიან.
ისინი კანონებს საკუთარ თავზე ირგებენ.
მათ დეპუტატებმა სიმართლე უთხრეს და საქმეში ჩაახედეს, თუმცა რა თქმა უნდა, მათ ამის მოსმენა არ უნდოდათ. რაც ყველაზე სამარცხვინოა, დეპუტატები, რომლებიც არავინ არ იცის საიდან მოხვდნენ სიაში და ეს არც თვითონ იციან, ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოსარჩლებოდნენ მთავრობას არა დებატებით და არგუმენტებით, არამედ უხეში ფიზიკური ძალით.
პირად მე, არ მაძლევდნენ სიტყვით გამოსვლისას აზრის გამოთქმის უფლებას და მაგიდაზე ხელებისა და ფეხების ბრახუნით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ.
ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი ობსტრუქცია.
შემდეგ, როგორც ცხოველებზე გადაღებულ ფილმებში გვინახავს, როდესაც მსხვერპლს თავს ესხმიან მშიერი ტურები, ჯერ ერთი გამოძვრება, მერე მეორე და ისინი ალყაში აქცევენ მსხვერპლს, ასე ტურებივთ თავს დაესხა მთელი უმრავლესობა ნიკა მელიას.
ეს იმდენად სამარცხვინო იყო, რამდენადაც პარლამენტში ახლად შემოსული კანონპროექტი დეპუტატის ქცევის და ეთიკის შესახებ, ამ კანონპროექტში ფინანსური სანქციებიც გათვალისწინებულია, მაგალითად, ხელფასის დაკავება, დაჯარიმება, საყვედურის გამოცხადება. ამ ყველაფერს საპარლამენტო უმრავლესობა წარმოაჩენს ეთიკური ნორმების დამცველად და წესიერებაზე მზრუნველად.
ჩემი გამოსვლისას, რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებულად აგრესიული იყო, სამწუხაროდ მომივიდა შეცდომა, ფაქტობრივად არასამართლიანად ვახსენე ამ ადამიანებში ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის გვარი. როდესაც ადგილს დავუბრუნდი, აღმოჩნდა, რომ არა ის, არამედ მის უკან მჯდომი სპორტული წარმოშობის, სპორტული ისტორიის მქონე და უსაქმური დეპუტატი. ამის გამო ბატონ პაატა მხეიძეს მინდა ბოდიში მოვუხადო.
სხვა ვიდეოების ნახვის შემდეგ ვიტყვი მის სახელსა და გვარს. იმედი მაქვს კოდექსი მას ხელფასის 10%-ით დააჯარიმებს, თუ არადა მე გამოვიწვევ დუელში პარლამენტის სხდომათა პლენარული დარბაზის წინ ხალიჩაზე, იქ მე დავიცავ ჩემს ღირსებას. ბრძოლა დამთავრდება ღირსების დაცვის იმ სიტყვებით, რომელიც პრემიერ მინისტრმა საკუთარი ღირსების დაცვისას გამოიყენა ორიოდე დღის წინ“- განაცხადა რომან გოცირიძემ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას.
რომან გოცირიძემ, სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი წერილის უცვლელად გამოქვეყნება გვთხოვა, სადაც ის უმრავლეოსობის დეპუტატს დუელში იწვევს.
გთავაზობთ მის წერილს უცვლელად:
„გუშინ , აგრესიულად მორჩილმა უმრავლესობამ, წინასწარდაგეგმილად, არ მომცა ნორმალურ ვითარებაში ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის უფლება. აბრახუნებდნენ ხელ-ფეხს მაგიდაზე და ხმაურიანი შეძახილებით ხელს მიშლიდნენ მიმემართა ჩვენი უმაქნისი მთავრობისათვის. ამიტომ გადავწყვიტე, როგორც ნამდვილ ვაჟკაც პოლიტიკოსს ეკადრება, დავიცვა საკუთარი ღირსება და მივმართო ამ ხელისშეშლაში განსაკუთრებულად აქტიურად მონაწილე დეპუტატს( რაც ვიდონახვის შემდეგ დავადგინე):
”შენ ეი, რაგბის ბურთს რომ მიგიგავს თავი მოჭიდავე-დეპუტატო! ტომარასავით რომ აგდიხარ სიმბოლურად მაღალ, სინამდვილეში კი სტანდარტული ზომის სადეპუტატო სკამზე, ერთადერთ ფუნქციად რომ ოპოზიციის საქმიანობისათვის კვანტის დადება გაქვს დაკისრებული, გიწვევ დუელში. დუელს არ ექნება ჭიდაობის სახე. ჩემი მტერი დაგეჭიდა შენ. დუელის იარაღი იქნება რაპირა და შპაგი. დუელი შედგება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომის დროს, პირდაპირ მთავარ დარბაზში.
დარწმუნებული ვარ, დუელის დროს დაგემართებათ ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ღირსების დაცვისას განაცხადა პარლამენტში. სხვანაირად შეუძლებელია რომ მოხდეს-სპორტის ოსტატობის კანდიდატი ვარ ფარიკაობაში“- წერს რომან გოცირიძე.
0