"სააკაშვილი ვერ მივა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე" "სააკაშვილი ვერ მივა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე" /> "/> " />


  15:04:29     21-12-2017

"სააკაშვილი ვერ მივა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე"

a74611.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ დაკითხვაზე გამოიძახა.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე ვერ გამოცხადდება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

„ოფიციალურად უწყება არ მიგვიღია, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან დაგვირეკეს. უნდა განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ მივა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე, ვინაიდან ხვალ სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართება, რომელშიც გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას ასაჩივრებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

0

ავტორი: