14:09:03     21-12-2017
"მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში"

"მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში, სადაც მას აწუხებს ფასების ზრდა, არასტაბილური ლარი და უმუშევრობა და ამ პრობლემებს მთავრობა არ აღიარებს და არ აქვს ხედვა, როგორ უნდა წაიყვანოს ქვეყანა განვითარებისკენ,"-
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ასეთ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.
„ევროპული საქართველო“ მხარს ვერ დაუჭერს მთვრობას, რომელიც ამ საყოველთაო გაჭირვებაში, რაც არის საქართველოში, საერთოდ არ ლაპარაკობს სიღარიბეზე, არ ლაპარაკობს ფასების ზრდის შეჩერებაზე, ასევე რა ნაბიჯები გადაიდგმება უმუშევრობის დასადგენად, არადა, ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში, სადაც მას აწუხებს ფასების ზრდა, არასტაბილური ლარი და უმუშევრობა და ამ პრობლემებს მთავრობა არ აღიარებს და არ აქვს ხედვა, როგორ უნდა წაიყვანის ქვეყანა წინ,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
0