გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობისთვის" ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობისთვის" ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა /> "/> " />


  13:52:08     21-12-2017

გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობისთვის" ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა

a74605.jpg

"საერთოდ, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის, თუმცა რეგლამენტის დარღვევა, ფრაქციიდან განცალკევებული ხალხის შემოყვანა და მათი ჩართვა დისკუსიებში, თანაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეს არის ის, რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავის პოლიტიკად თვლის და იყენებს მას მერე, რაც სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო".

​​ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრსა და ”ნაციონალურ მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ამ ფუნქციის შესრულება ნიკანორ მელიამ დაიწყო.

”ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ვფიქრობ, ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ. პრემიერმა ამის თაობაზე შეფასება გააკეთა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და ვფიქრობ, სწორად შეაფასა როგორც ოპონენტი მხარე, ასევე თავისი რეაგირება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

0

ავტორი: