"პროვოკატორი ყოველთვის უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე პასუხის გამცემი პირი... ნიკა მელია ხულიგანია" "პროვოკატორი ყოველთვის უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე პასუხის გამცემი პირი... ნიკა მელია ხულიგანია" /> "/> " />


  11:56:24     21-12-2017

"პროვოკატორი ყოველთვის უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე პასუხის გამცემი პირი... ნიკა მელია ხულიგანია"

a74597.jpg

პარლამენტში  პრემიერის მიერ უცენზურო ლექსიკის გამოყენებას, „პრესა.ჯი“-სთან საუბარში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  გუგული მაღრაძე აფასებს.

-ქალბატონო გუგული, როგორ შეაფასებდით გუშინ, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს?

-ეს იყო სპექტაკლი და პირდაპირი პროვოკაცია, ფაქტობრივად, პრემიერი გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა, მსოფლიოში არსად მომხდარა ეს. გიორგი კვირიკაშვილი სხდომაზე მოსული იყო თავისი ინიციატივების შესათავაზებლად, თუმცა ოპოზიციის წევრებმა მას დაკითხვა მოუწყვეს. მოგეხსენებათ ყველაფერს რეგლამენტი აქვს, როგორ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ნებისმიერი სახის შეხვედრა.

მე რომ პრემიერის ადგილზე ვყოფილიყავი ერთი საათის გასვლის შემდეგ დარბაზს დავტოვებდი და სხვა შეხვედრაზე გადავიდოდი, მაგრამ ჩვენი პრემიერი არის ძალიან კეთილშობილი და წესიერი ადამიანი და ჩათვალა, რომ რადგან მათ შეკითხვები ჰქონდათ, ბოლომდე ეპასუხა, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ახასიათებთ, ეს ფაქტი მათ  ცუდად გამოიყენეს.

-თქვენი აზრით, დაარღვია თუ არა გიორგი კვირიკაშვილმა თმენის ვალდებულება?

-ყველა ადამიანს აქვს ემოცია და მისი გამოხატვის უფლება და არავინ მოითმენს პირადი ღირსების შეურაცხყოფას. 

გიორგი კვირიკაშვილმა  ბოდიში მოიხადა არაერთგზის და აღნიშნა, რომ მაინც უნდა შეენარჩუნებინა სიმშვიდე, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ და უნდა გავიგოთ ეს.

ოპოზიციის წევრები პროვოკაციულები და აყალმაყალზე ორიენტირებულები არიან. ამით ისინი საკუთარ თავს ამჟღავნებენ და საზოგადოებას ანახებენ, ვინ და როგორები არიან. 

ჩვენ მათ რეგლამენტი შეცვლილად დავუთმეთ, იმიტომ რომ ასეთ დროს დარბაზში შეკითხვის დასმის უფლება მხოლოდ დეპუტატებს აქვთ და არა ნებისმიერ ადამიანს. მოგეხსენებათ, დარბაზში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები, რომელთაც ასეთ დროს არ აქვთ უფლება დაკითხვა მოაწყონ. 

უცხოეთში ასეთ დაკითხვებს უწყობენ პირველ პირებს, როცა მათი იმპიჩმენტია. 

-რა უძღოდა წინ მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას?

-მათ პროვოკაცია დაიწყეს ფილმების ჩვენებით, „ევროპულმა საქართველომ“ გვაყურებინა ფილმი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა და ძალიან ბევრი ტიპის ამგვარი ვითარება იყო, რომელმაც შეამზადა ის პროცესი, რომელიც შემდგომ განვითარდა. 

ცხადია თავის შეკავება ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი საშუალებაა, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანების ემოციურ თავშეკავებასაც გარკვეული საზღვარი აქვს. 

პროვოკატორი ყოველთვის უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე პროვოკაციაზე პასუხის გამცემი პირი. ამიტომ მომხდარზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ პროვოკატორებს. 

მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ნამდვილად არ გაკიცხავს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი პიროვნული თვისებებით.

საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ნიკა მელიას საქციელი, რომელიც ცნობილია, როგორც უზრდელი და ხულიგანი.  მას  არაფერი არ აქვს დადებითი.

ჩვენი პრემიერის რეაქცია იყო სრულიად ნორმალური. 0

ავტორი: