10:40:11     21-12-2017
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები"

სამთავრობო გუნდის წევრები პრემიერის მიერ პარლამენტში უცენზურო ლექსიკის გამოყენების კომენტირებისას, მხოლოდ პროვოკაციაზე საუბრობენ.
მინისტრები ინციდენტში ბრალს „ნაციონალური მოძრაობას“ სდებენ და მიაჩნიათ, რომ მთავრობის მეთაურს თმენის ვალდებულება არ დაურღვევია.
„ცალსახად რა თქმა უნდა პროვოცირებული იყო. მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელი რამ არის და ის ხელშეუხებელია მთავრობის წევრებისთვისაც და რიგითი მოქალაქეებისთვისაც. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არავინ არ უნდა გადააბიჯოს,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრემიერს ღირსების შელახვაზე პასუხი უნდა გაეცა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ძველებიც და ახლებიც, ყველა განაყოფი არის ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირსება და ამიტომ ადამიანის ღირსების შელახვა არის ჩვეულებრივი ამბავი,“-აცხადებს სოზარ სუბარი.
მომხარს კრიტიკულად აფასებს და ოპოზიციის ბრალეულობაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც.„ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა ბუნებრივია და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმას იღებს ოპოზიციის მხრიდან კომუნიკაცია, რომელიც რეალურად უნდა ყოფილიყო მთავრობის პროგრამის ირგვლივ,“-ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.
0