18:25:25     20-12-2017
„თითებით ნუ მელაპარაკებით. თითებით ელაპარაკეთ იმას, ვისთანაც ეს შეგიძლიათ“

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ გიგა ბოკერიას საუბრის მანერები დაუწუნა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი მოჰყვა.
კერძოდ, მიხეილ ჯანელიძემ გიგა ბოკერიას საუბარი რამდენჯერმე რეპლიკებით გააწყვეტინა, რის გამოც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას საუბრის დასრულება მოსთხოვა და თითით მიუთითა, რომ ის არა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, არამედ პრემიერ-მინისტრს ესაუბრებოდა.
„თითებით ნუ მელაპარაკებით. თითებით ელაპარაკეთ იმას, ვისთანაც ეს შეგიძლიათ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამის საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანელიძეს პოლიტიკური წარსული შეახსენა.
„თქვენობით გელაპარაკებით. ხომ გითხარით, სტკივა ამ ადამიანს თავისი პოლიტიკური წარსული“, - თქვა გიგა ბოკერიამ, რაცას საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე რეპლიკით უპასუხა.
„მე ამაყი ვარ ყველა ნაბიჯით, ჩემი თითოეული ნაბიჯით მთავრობაში“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
0