კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს />


  14:21:25     20-12-2017

კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

სამართალდამცველთა მტკიცებით, მიმდინარე წლის მარტში, კიევის ოლქის დაბა ვორზელში ე.წ. კანონიერმა ქურდმა ადგილობრივი მცხოვრები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ საქმეში დამნაშავე 49 წლის ქართველია, რომელიც წარსულში „კანონიერი ქურდის“, ახლა კი კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით სარგებლობს.

„საერთო ჯამში დაკავებულმა საპატიმრო დაწესებულებებში 27,5 წელი გაატარა. ბოლოს თავისუფლებაზე ის 2016 სექტემბერში გამოვიდა, ნახევარ წელიწადში კი უცნობ პირთან კამათის დროს არგუმენტის სახით ცივი იარაღი გამოიყენა”- აცხადებენ კიევის ოლქის პოლიციის მთავარ სამმართველოში.ჩადენილი დანაშაულისთვის მან შესაძლოა ციხეში 5-დან 8 წლამდე გაატაროს.
0

ავტორი: