გიორგი გახარია: საზღვრის დაცვა საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, საზღვრის დაცვაა გიორგი გახარია: საზღვრის დაცვა საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, საზღვრის დაცვაა />


  12:17:28     20-12-2017

გიორგი გახარია: საზღვრის დაცვა საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, საზღვრის დაცვაა

a74563.jpg

"სამინისტროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, საზღვრის დაცვაა".


ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში.

"ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით. მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომელიც დღეს სისტემაში არსებობს. უნდა გამოვყოთ ის პოზიტიური კომპონენტი თანამშრომლობის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიც სასაზღვრო დაცვა. აქ გვაქვს კარგი შედეგები და ამ მიმართულებას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ

0

ავტორი: