11:30:48     20-12-2017
პარლამენტში დავით ნარმანიას ელოდებიან

პარლამენტში დღეს თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას ელოდებიან.
დავით ნარმანია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე "სემეკის" წევრობის კანდიდატის რანგში წარდგება.
ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მასთან ერთად დასახელებულია გოჩა შონიაც, რომელიც პარლამენტს ასევე პრეზიდენტმა წარუდგინა.
„პრეზიდენტის მიერ არის დასახელებული ორივე კანდიდატურა. ერთს ვიცნობ, მეორეს ნამდვილად არ ვიცნობ. რაც შეეხება დათოს, მას ვიცნობ ბუნებრივია და აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, სფერო იცის, თავის სპეციალობაც არის კავშირში, ასე რომ მე პირადად დავუჭერ რა თქმა უნდა მხარს,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
კომიტეტების შემდეგ ნარმანიასა და შონიას კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე განიხილავენ. კანდიდატები მიუღებელია ოპოზიციისთვის.
„ნაცვლად იმისა, რომ მოძებნილიყო დარგის პროფესიონალი, მოძებნილიყო ადამიანი, რომელიც საკუთარი საქმიანობით შეძლებდა პროფესიულად ამ დარგის წინ წაწევას, ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ნეპოტისტური ნიშნით შერჩეული ადამიანი, რომელსაც როგორც ჩანს, პოლიტიკურ ჯილდოს უხდის „ქართული ოცნება" და პირადად ივანიშვილი,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
დავით ნარმანიას წარუმატებელ საქმიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
0