14:27:24     19-12-2017
პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის შემცვლელის კანდიდატურას განიხილავენ

პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
კულუარული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან: გოგა გულორდავა, გელა სამხარაული და მერაბ ქვარაია, თუმცა განიხილება სხვა კანდიდატებიც.
პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.