არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში იმდენივე ფრაქცია აქვს, რამდენიც მმართველ გუნდს არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში იმდენივე ფრაქცია აქვს, რამდენიც მმართველ გუნდს />


  14:01:18     19-12-2017

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში იმდენივე ფრაქცია აქვს, რამდენიც მმართველ გუნდს

a74532.jpg

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას პარლამენტის კომიტეტებში ელოდებიან. კვირის ბოლოს კი, ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადახალისებული მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თავს ვერ გაართმევს და განახლებული შემადგენლობისთვის მხარდაჭერას არ გეგმავენ.

„პრესა. ჯი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა:

-განვიხილეთ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მოხდება სამთავრობო პროგრამის განხილვა. რ თქმა უნდა, ჩვენი გუნდი პარლამენტში მაღალი ნდობით მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის კაბინეტს და დაამტკიცებს მას. პროგრამა უკვე გადმოეგზავნა პარლამენტს, გავეცანით და მისი დამუშავება მოხდება დეტალურად ხუთშაბათისთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარდგება პლენარულ სესიაზე.

-იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდი ერთიანი ხართ, რამდენად კრიტიკული და მომთხოვნი იქნებით მინისტრების მოსმენისას კონკრეტულ საკითხებთან და გასატარებელ რეფორმებთან მიმართებაში?

-პრემიერს და სამთავრობო გუნდს აქვს ხელშესახები პროგრესი რადენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით: საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკური ზრდა და ის რეფორმები, რომელიც ჩატარდა ამის მისაღწევად. ბუნებრივია, ჩვენ შევაჯამებთ სესიაზე იმ მიღწევებს, რომელიც აქვს მმართველ გუნდს და დეტალურად მოხდება იმ გეგმების განხილვა, რომელიც მომავალ მთავრობას მომავალი წლიდან აქვს დაგეგმილი. როგორც იცით, ბიუჯეტში ასახულია პრიორიტეტები, პირველ რიგში, სივრცითი მოწყობის მიმართულება, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სამ მნიშვნელოვან სიკეთეს მოიტანს. პირველი - ინფრასტრუქტურის განვითარება დააჩქარებს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას და მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, მეორე - ახალი სამუშაო ადგილები, რომელსაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნის, მესამე- ტურიზმი, რადგან განახლებული ინფრასტრუქტურა პირდაპირ უკავშირდება ასევე ტურისტული ნაკადისა და შესაბამისად შემოსავლის ზრდას.-ოპონენტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. რამდენად ეთანხმებით ოპონენტების მოსაზრებას?
-ამ საკითხს არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. დამატებითი ფრაქციების შექმნაზე უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. ოპოზიციას დღესდღეობით პარლამენტში იმდენივე ფრაქცია აქვს, რამდენიც მმართველ გუნდს რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში შედის, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ უმრავლესობის შიგნით სამუშაო პროცესი, უზრუნველვყოთ მეტი ჩართულობა, მობილობა. ჩვენი გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ამ მიზნების შესრულებას. რაც ეხება გეგმებს, „ქართული ოცნების“ ინტერესი არის, რომ 2018 წლიდან გადავიდეს მეტად პარტიულ დღის წესრიგზე. გამოვიყენებთ იანვარ-თებერვლის პერიოდს, რომ დავამუშაოთ საკანონმდებლო ინიციატივები და თემები, რომლითაც საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით.

- როდესაც მეცხრე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, მაშინ საუბარი იყო გოჩა ენუქიძისა და გედევან ფოფხაძის ფრაქციების შექმნაზე, თუმცა მაშინ თქვით, რომ ფრაქციის შექმნა ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამის გამო თავი შეიკავეთ. დღეს რატომ გახდა საჭირო ამის გაკეთება?

- დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება. როგორც იცით, ფრაქციების შემთხვევაში, დაფინანსება მიბმულია პარლამენტარებთან. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარები ქმნიან ფრაქციას, ეს დაფინანსება მათ მიჰყვება. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას, იმ რაოდენობით, როგორც დღეს არის პარლამენტში წარმომადგენელი, აქვს ზუსტად იმდენივე ფრაქცია, რამდენიც საპარლამენტო უმრავლესობას. 0

ავტორი: