პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს />


  12:32:06     19-12-2017

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს

a74525.jpg

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. 

​​მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ხვალიდან პარლამენტის კომიტეტებში ელოდებიან. მათ ასევე მოუსმენენ უმრავლესობაში, უმცირესობაში, ასევე საპარლამენტო ფრაქციებში. 

კვირის ბოლოს კი, ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება.

"იქნება მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების კანდიდატურების შეხვედრა უმცირესობასთან, უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და ასევე კომიტეტებთან. შემდეგ დღეებში, ჩვენ მთავრობის ნდობის საკითხს განვიხილავთ და ერთიანი პოზიციით, საერთო გუნდის პოზიციით, წარვდგებით გადაწყვეტილებით ქართული საზოგადოების წინაშე," - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადახალისებული მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თავს ვერ გაართმევს და განახლებული შემადგენლობისთვის მხარდაჭერას არ გეგმავენ.

„მთავარ შეკითხვას დავუსვამთ - აქვთ თუ არა რაიმე რესურსი, რომ ამ ძალებით, ამ შემადგენლობით რაიმე არგონ ქვეყანას. თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამოსნების ერთობაა, რომელთაც არ შეუძლიათ ახალი იდეების გენერირება და მითუმეტეს მისი აღსრულება,“ - განაცხადა "ენმ"-ის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ. 0

ავტორი: