10:00:25     19-12-2017
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოც მოხსენიებულია

აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გუშინ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოც მოხსენიებულია.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია.
„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მათ მთავარ მეტოქეებად რუსეთი და ჩინეთია მოხსენიებული.
0