მამუკა მდინარაძე: ორი ახალი ფრაქცია, ნაცვლად ექვსისა, გვეყოლება უმრავლესობას მამუკა მდინარაძე: ორი ახალი ფრაქცია, ნაცვლად ექვსისა, გვეყოლება უმრავლესობას />


  18:40:30     18-12-2017

მამუკა მდინარაძე: ორი ახალი ფრაქცია, ნაცვლად ექვსისა, გვეყოლება უმრავლესობას

a74510.jpg

უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნის საკითხის ირგვლივ გაჩენილმა ინტერპრეტაციებმა, ფრაქციების შექმნის საკითხი დააჩქარა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ალბათ ფრაქციები შექმნილი იქნება. 

„გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა ამ ამბებისა, დააჩქარა ფრაქციების შექმნის საკითხი, რადგან ჩვენ არსად ვჩქარობთ. წლის ბოლომდე, ვფიქრობ, რომ ფრაქციები უკვე შექმნილი იქნება. მართლაც უკეთესი კოორდინაციისთვის, იმისთვის, რომ თითოეული დეპუტატის ჩართვა საკანონმდებლო ცვლილებებში, უკეთესი კოორდინაციისთვის და აზრის ფორმირებაში იყოს უკეთესი და ამიტომ, ორი ახალი ფრაქცია, ნაცვლად ექვსისა, გვეყოლება უმრავლესობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

0

ავტორი: