16:15:16     18-12-2017
კალაძის ორი ნეგატიური თვე - რა ხდება მერიაში?

უკვე ორი თვე გავიდა, რაც მოსახლეობამ კახი კალაძე თბილისის მერად აირჩია. მან მერობის პირველ დღეს განაცხადა, რომ კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.
[I=1]საინტერესოა, როგორ აფასებს მის უკვე განხორციელებულ სამუშაოებს ოპოზიცია. ამის გათვალისწინებით, „პრესა.ჯი“ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა.
- ბატობო ლევან, როგორ შეაფასებდით კახი კალაძის მერობის ორ თვეს?
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისმა დამოკიდებულებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, პირველ რიგში ოპოზიციისადმი და იმ ადამიანებისადმი, ვინც თავისი სურვილით აირჩიეს, ან არ აირჩიეს ის.
კალაძე მუდმივად ამბობს, რომ ის მზად არის თანამშრომლობისათვის, მაგრამ ვნახეთ ის, მაგალითად ბიუჯეტის დამტკიცების დროს, როგორი ირონიით და შეურაცხყოფით გამოირჩეოდა ოპოზიციის მიმართ.
ასევე, როდესაც ვკითხეთ წაიკითხა თუ არა ოპოზიციის შეთავაზებები, მხრები აიჩეჩა და თქვა, რომ არ წაუკითხავს, შესაბამისად მის ქცევებს კონსტრუქციულობას და თანამშრომლობას ნამდვილად ვერ მივაწერთ.
მან თქვა, რომ შეამცირებდა ბიუროკრატიულ ხარჯებს, სამწუხაროდ მცირე შემოსავლის ბოუჯეტში არცერთი ლარით არ მცირდება ეს ხარჯები, პირიქით 15 მილიონი ლარით იზრდება.
ჩვენ ვნახეთ კალაძის მიერ გამოცემული დოკუმენტი 20 ნოემბერს, სადაც მან რამდნიმე ათეული თანამშრომელი დანიშნა შტატგარეშე, მათი ანაზღაურება იწყება 1250 ლარიდან და იზრდება 6 ათას ლარამდე.
მის დამოკიდებულებებში იკვეთება შემდეგი რამ:
კალაძე გამუდმებით იმეორებს, რომ 50%-მა, რომელმაც ის აირჩია, მათ ინეტერსებს და მოთხოვნებს პასუხობს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ შეიძლება იყოს ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, ის უნდა იყოს მთლიანი მოსახლეობის მერი და შესაბამისად უნდ იცავდეს ყველას ინტერესებს.
[I=4]ბიუჯეტში თანხა შეაქვთ, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსაც.
ვერავინ იტყვის, რომ ერთ ლარად და 16 თეთრად ყველაზე გაჭირვებლ ადამიანებს გამოკვებავენ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ამ თანხაში კომპანიამ, რომელმაც უნდა გამოკვებოს ეს ადამიანები მათაც უნდა მიიღონ სარგებელი, შესაბამისად 20 თეთრი კიდევ აკლდება ამ ისედაც არაფრის მთქმელ თანხას.
- ჯამში რა თანხა უნდა დაიხარჯოს ამ ადამიანებისთვის?
- რეალურად ამ ადამიანებისთვის იხარჯება 60-70 თეთრი, რომელსაც კომპანიის მომსახურების საფასურიც აკლდება.
- საახალწლო განათებებში მერიამ სამი მილიონი ლარი დახარჯა, რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო ამ ოდენობის თანხის დახარჯვა განათებისთვის?
- აუცილებელია აღინიშნოს, რომ საახალწლო განათებებში მერიამ სამი მილიონი ლარი დახარჯა, სამჯერ იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე დახარჯულა რომელიმე ახალი წლის განათებაზე, არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ თბილისის საახალწლო განათება ლონდონის განათებას ჰგავს.
[I=3]თუ გაქვს იმის ამბიცია, რომ ლონდონის ქუჩების მსგავსად იყოს თბილისი განათებული, მაშინ იმის ამბიციაც უნდა გქონდეს, რომ როგორც ლონდონში ცხოვრობენ სტუდენტები წარმატებულად და ლაღად, ისე იცხოვრონ თბილისშიც, როგორც პენსიონერები ცხოვრობენ იქ ისე იცხოვრონ აქაც. ამბიცია უნდა ჰქონდეს, რომ ცხოვრების დონე გაიზარდოს და არა განათებებით დავემსგავოთ მათ.
ეს ხელშეკრულება გაფორმებულია მილანურ კომპანიასთან, არ შეიძლება მილიონ კომპანიას შორის ვინმეს დასიზმრებოდა მაინცდამაინც მილანური კომპანია. ისევე, როგორც კიევთან და უკრაინასთან ასოცირდება მიხეილ სააკაშვილი, მილანთან ასოცირდება კახი კალაძე. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ბიზნესებიც აქვს მილანში.
- რას გულისხმობთ თუ შეიძლება დააკონკრეტეთ...
- მილანურ კომპანიასთან გაფორმებული სამ მილიონიანი ლარის ხელშეკრულება გვაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ ეს ყველაფერი კორუფციასთან შეიძელება იყოს კავშირში.
კალაძემ მოაწერა ხელი მთავრობის დადგენილებას, სადაც ის 2 მილიონ შვიდასი ათასი ლარის დახარჯვას აპირებს საახალწლო ღონისძიებებისთვის.
მოსახლეობა დაფიქრდეს რამდენად რეალური და ადეკვატურია ამისთვის ამდენი თანხის დახარჯვა, როდესაც ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს.
[I=5]- როგორია თქვენი მოლოდინი, შეძლებს კახი კალაძე იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ის მოსახლეობას დაპირდა?
- თუ რამეს გააკეთებს აუცილებლად უნდა ეწეროს ბიუჯეტში, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ჩანაწერს იმაზე, რასაც ის მოსახლეობას დაჰპირდა.
მას მიწისქვეშ სიარული დასჩემდა რატომღაც, ალბათ იმდენ მკვდარ სულს მიაცემინეს არჩევნებზე ხმა, რომ კომპლექსი აქვს ამის. სჯობს მიწის ზევით ამოვიდეს და ჩვეულებრივ მოკვდავებს მიხედოს.
0