მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლების შესაშინებლად არც ფული მაქვს, არც იარაღი მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლების შესაშინებლად არც ფული მაქვს, არც იარაღი />


  15:58:03     18-12-2017

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლების შესაშინებლად არც ფული მაქვს, არც იარაღი

a74501.jpg

„მე არც ფული მაქვს და არც იარაღი რომ შევაშინო. მე მხოლოდ ვამბობ, რომ ისინი ზღვარგადასული ქურდები და თაღლითები არიან“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს პროცესი არის იმის შესახებ, რომ თითქოს მე ეფესბე-ს აგენტი ვარ, რომელიც აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში. ამ შენობაში ზის ხალხი და იმეორებს პრეზიდენტ პოროშენკოსა და გენერალური პროკურორის ვერსიას. ვლადიმერ პუტინმაც კი განაცხადა, რომ მე ვაწყობ გადატრიალებას უკრაინაში და რუსეთში ის ამას არ დაუშვებს. არანაკლებ კორუმპირებული მაღალჩინოსნები არიან იქაც, ამიტომ ადარდებთ მათ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დროულად გამასამართლოს და დამაბრუნონ საქართველოში.

ნამდვილი რომ იყოს ეს საქმე რატომ გადადეს დაკითხვა 10 დღით? საქმე სხვა რამეშია, ამ ხალხმა მშვენივრად იცის, რომ არანაირი საქმე არ არსებობს, ამიტომაც არ ჩქარობენ არც დაკითხვას და არც პროცესუალური ღონისძიებების ჩატარებას. თუ მართლაც გვაქვს ასეთი მასშტაბის საქმე, სადაც ეფესბე თექვსმეტჯერ არის ნახსენები, პირველი პროცესუალური ღონისძიებას ჩასატარებლად 10 დღე ნამდვილად არ იცდი. ფაქტობრივად მეუბნებიან, გამოგფიტავ, გატარებ ყოველ 5 დღეში სასამართლოში, გამოგკეტავ შინაპატიმრობაში ვიდრე არ დამშვიდდები. რატომ ებრძვის მთელი სისტემა ერთ ადამიანს?

მე არც ფული მაქვს და არც იარაღი რომ შევაშინო. მე მხოლოდ ვამბობ, რომ ისინი ზღვარგადასული ქურდები და თაღლითები არიან. როდესაც ამას ისმენენ, მხოლოდ მაშინ აქვთ რეაქცია", - აცხადებს სააკაშვილი. 0

ავტორი: