მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა />


  10:47:34     18-12-2017

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა

a74487.jpg

პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისწერა წერილი, რომელშიც კონფლიქტის დეესკალაციისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

პოლიტიკოსის თქმით, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გადასცა.

„მე გავაკეთე ის, რასაც აკეთებენ გამარჯვებულები, პირები, რომლებიც საკუთარ სიმართლეში არიან დარწმუნებულები. მე ვუთხარი მას - „არასწორი ბრალდებები წამიყენეს. თქვენ კარგად იცით, როგორი შეურაცხმყოფელია ჩემთვის რუსეთის აგენტობაში ბრალდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი მას არ აქვს და არანაირი მიუღებლობა პრეზიდენტის მიმართ არ გააჩნია.

„მე მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მზად იქნება შეხვედრისთვის, მაგრამ მე ვუპასუხე: „არა, ასე არ გამოვა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სადმე უკანა კარიდან შევა“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
0

ავტორი: