10:34:53     18-12-2017
თამარ ჩუგოშვილი: გამორიცხულია გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა

"გამორიცხულია გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა." - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომა გამორიცხული არ არის.
თამარ ჩუგოშვილი უარყოფს, რომ "ქართული ოცნების" შიგნით ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება რაიმე დაპირისპირების შედეგია და გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
"არანაირი კავშირი არ არის ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ეთერებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
0