17:45:56     15-12-2017
ირაკლი კობახიძე: მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ არის და მხარს არ უჭერს სწორედ იმ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში მათი მოთხოვნის საფუძველზე შედის, რაც პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.
"დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა და რომელიც არის უკვე ამოქმედებული, სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული, მეტი კომპრომისისთვის და მეტი კონსენსუსისთვის გაგვეზიარებინა. ეს ეხებოდა “ბონუსის“ სისტემას, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტს და იყო ორი დამატებითი ტექნიკური საკითხი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
0