14:43:00     15-12-2017
საკრებულო მწვავე დაპირისპირების მოლოდინში - რისი ეშინია კალაძეს?

კახი კალაძის გუნდის ახალი წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს რომ ოპოზიციური შოუებისათვის „არ სცალიათ, რადგან საქმეს აკეთებენ“.
[I=2]შესაბამისად, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ამბობს რომ თბილისის ბიუჯეტის განხილვას დედაქალაქის მერი არ დაესწრება.
საინტერესოა, სხვას რას უნდა დაესწროს ბატონი მერი, თუ არა, დედაქალაქის საკრებულოში იმ მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას, რომელიც თითოეულ თბილისელზე უნდა აისახოს?
ოპოზიცია აცხადებს რომ ახლადარჩეულ მერს მწვავე კითხვებისა და უკვე დაშვებულ შეცდომებზე მითითების ეშინია.
[I=3]კალაძის ნაცვლად კი, საკრებულოში მისი მოადგილე გამოცხადდება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს იმას, თუ რატომ შეუმცირა მერიამ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიური ნორმა.
ბიუჯეტის განხილვის პარალელურად, საკრებულოს წინ აქცია-პერფორმანსია დაგეგმილი, სადაც კალაძის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს გააპროტესტებენ.
აქცია-პერფორმანსი თავისუფლების მოედანზე მდებარე იმ მთავარი ნაძვის ხის სიახლოვეს გაიმართება, რომელიც თბილისის მერმა პარტიულ ატრიბუტიკად აქცია და მას პარტიული სლოგანი: „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ მიაწერა.
0