თელ-ავივში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა თელ-ავივში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა />


  10:21:27     28-11-2017

თელ-ავივში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

თელ-ავივში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, სამშენებლო მაღაზიაში მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

საავადმყოფოში 5 დაშავებულია გადაყვანილი. მოსახლეობის ევაკუაცია შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებიდანაც მოხდა.

ამ დრომდე უცნობია აფეთქების მიზეზი. სამართალდამცველების განმარტებით, გამოძიება ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. 

0

ავტორი: