11:35:31     14-11-2017
BBC: "მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი"
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი.
სამხრეთით, ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია.
ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.
ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.
"ღვინო მნიშვნელოვანია ცივილიზაციისთვის, როგორც ვიცით დასავლეთში მას სამედიცინო დანიშნულებიტაც იყენებენ. გონება-გარდამქმნელი ნივთიერება და მაღალკვალიფიციური საქონელი, ღვინო იქცა რელიგიური ხანის, ფარმაკოპოსის, სამზარეულოს, ეკონომიკისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრად ახლო აღმოსავლეთში“- განაცხადა ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბუთიუკიმ.
0