500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო 500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო />


  14:57:47     05-02-2025

500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

1738753196500  რეგისტრაცია დაიწყო - 825x465.png

სტარტაპების სწრაფი ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობისათვის, 500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის,  რეგისტრაციის გავლა  ბმულზეა შესაძლებელი.

საქართველოში 500 Global in Eurasia 2020 წლიდან ტარდება. აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან, უკვე  80-ზე მეტი სტარტაპი გადამზადდა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ ვენჩურული ფირმის გლობალური ქსელის წევრები.

რატომ უნდა შეუერთდეთ 500 Global in Eurasia-ს?

ეს არის 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, სტარტაპებს  გაუზიაროს საჭირო ექსპერტიზა და დაამყარებინოს ახალი კავშირები, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.

პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები თბილისში ორ კვირიან ინტენსიურ კურსს გაივლიან ბიზნესის სტრატეგიის, მომხმარებელთა ბაზის განვითარების, მარკეტინგული ზრდისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებით. მომდევნო რვა კვირის განმავლობაში კი, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობს, სტარტაპები მენტორების ზედამხედველობით ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რათა საკუთარი სტარტაპის ზრდისთვის  ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი შეარჩიონ. ბოლო ორი კვირა კი ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებას და პრეზენტაციაზე მუშაობას დაეთმობა, რომელსაც სტარტაპები პროგრამის დასრულების შემდეგ,  პოტენციურ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, მედიის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას დასკვნით ღონისძიებაზე - Demo Day-ზე წარუდგენენ.

500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.


ავტორი: R