15:16:42     16-10-2017
რუსმა მხატვარმა პიოტრ პავლენსკიმ საფრანგეთის ბანკს ცეცხლი წაუკიდა
რუსმა მხატვარმა და ფოტოხელოვანმა პიოტრ პავლენსკიმ, პარიზში საფრანგეთის ბანკს ცეცხლი წაუკიდა. ხელოვანის საპროტესტო აქციას სურათები ფოტოგრაფმა კაპუცინ ანრიმ გადაუღო. ის წერს, რომ პავლენსკი აქციის შემდეგ პოლიციამ დააკავა.
მხატვარი ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებითაც არის ცნობილი.
გავრცელებული ცნობით, პავლენსკი პარიზის პოლიციამ გამთენიისას დააკავა. ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.მომხდარის ამსახველ ფოტოებს აქტივისტები მიკრობლოგ„ტვიტერში“ ავრცელებენ.
პიოტრ პავლენსკიმ რუსეთი იანვრის შუა რიცხვებში დატოვა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავდა.
მაისის დასაწყისში რუს ხელოვანს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პავლენსკიმ მორიგი აქციის ფარგლებში, ცეცხლი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობას გაუჩინა.
0