ნატოს გემებმა კატერი დააკავეს ნატოს გემებმა კატერი დააკავეს />


  10:48:06     17-05-2011

ნატოს გემებმა კატერი დააკავეს

ნატოს გემებმა ლიბიაში, პორტ მისურატის მახლობელად, კატერი დააკავეს, რომელზეც ლიბიელები იმყოფებოდნენ. მეთაურობა ვარაუდობს, რომ კატერის საშუალებით კადაფის ძალები პორტისკენ მიმავალი გემების აფეთქებას ცდილოდნენ.

როგორც ნატოს განცხადებაშია ნათქვამი, ალიანსის ხომალდებმა ზღვაში ორი კატერი შენიშნეს, რომლებიც პორტ მისურატის მიმართულებით მიცურავდნენ. მიახლოვებისას,  ერთმა კატერმა გაქცევა მოახერხა, მეორე კი - აყვანილ იქნა.

 

ბორტზე ერთ ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერება და ორი პიროვნება აღმოჩნდა. სამხედროებმა დაასკვნეს, რომ კატერი მოახლოვებული გემების და ხომალდების აფეთქებას ცდილობდა. ეკიპაჟის წევრების დაპატიმრების შემდეგ, მცურავი საშუალება განადგურებულ იქნა.

 

მისურატი ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქია. გაზაფხულის დასაწყისში აქ ამბოხებულებსა და სახელისუფლო ძალებს შორის დიდი შეტაკებები მიმდინარეობდა. კადაფის ძალებს ქალაქი ბლოკადაში ჰყავდათ და აქ ჰუმანიტარული ტვირთი მხოლოდ ზღვის საშუალებით შედიოდა.  
0

ავტორი: