თბილისში პირველკლასელ გოგონაზე რეპეტიტორის ქმარმა იძალადა თბილისში პირველკლასელ გოგონაზე რეპეტიტორის ქმარმა იძალადა />


  12:47:44     10-10-2017

თბილისში პირველკლასელ გოგონაზე რეპეტიტორის ქმარმა იძალადა

საზარელი შემთხვევა მოხდა თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

7 წლის გოგონას ოჯახის ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბავშვი კერძო მასწავლებელთან დადიოდა და მასზე სექსუალურად რეპეტიტორის ქმარმა იძალადა. პირველკლასელი გოგონას ოჯახი ამბობს, რომ პედაგოგის მეუღლე 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ადრეც ჩადიოდა და ამის შესახებ ბავშვმა დედას თავად უამბო.

დაკავებულის მეუღლე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი მეუღლე გაკვეთილის დასრულების შემდეგ 4 წლის შვილთან და 7 წლის მოსწავლესთან ერთად თამაშობდა. ბავშვი პოლიციამ უკვე დაკითხა. დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. 

0

ავტორი: