16:28:13     04-10-2017
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.
შეხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებს შეეხება. კერძოდ, ბლოკების ერთჯერადად დატოვებას და ბონუს სისტემის გაუქმებას.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობიდან ესწრებიან: უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე.
0