ზაალ უდუმაშვილი: დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად ზაალ უდუმაშვილი: დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად />


  12:18:26     29-09-2017

ზაალ უდუმაშვილი: დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად

თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას მოჰყვა. 

სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემაზე მსჯელობენ. საუბარია თბილისის ისტორიულ ცენტრში 2 მიწის ნაკვეთზე, პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიაზე და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ერთ ჰექტარ მიწაზე. საკრებულოს სხდომაზე დღეს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, ადგილზე თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატებიც იმყოფებიან.

„თაბორის მთაზე ზონის ცვლილებას ავტომატურად შემდეგ მოჰყვება ამ ტერიტორიის მითვისებაც. 40 ჰექტარი უკვე აქვს თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილს დაკანონებული და კიდევ ახალ ტერიტორიას აძლევთ. დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად. ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი. სამი კვირა გაქვთ დარჩენილი ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამი კვირის მერე ამ ქალაქს აუცილებლად ეყოლება პატრონი, რომელიც სულ სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს,“ - მიმართა სხდომის წევრებს ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერებმა, თბილისის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

0

ავტორი: