10:48:31     27-09-2017
აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა იწყება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაწყებულია. პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს.
აშშ-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კალიფორნიის სამხრეთით რკინის რვა ბლოკი უკვე დამონტაჟებულია. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, კედელი რკინისა და ბეტონისგან აშენებული კონსტრუქცია იქნება, რომლის სიმაღლე 9 მეტრს შეადგენს.
კალიფორნია-მექსიკის საზღარზე კედლის მშენებლობა 30 დღეში დასრულდება. თითოეული კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 450 ათასი დოლარი გამოიყო. არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
0