15:58:03     26-09-2017
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც სხდომის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
თავდაპირველად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავდა, რის გამოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მელია დარბაზში იწვევს ხმაურს და მოუწოდა დარბაზის დატოვებისკენ, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, რომ ნიკა მელია დარბაზიდან გაეყვანათ.
ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა.
ამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის 5-წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
0