„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე“ „საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე“ />


  14:51:08     26-09-2017

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე“

a71621.jpg

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე“, - ამის შესახებ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით,  პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის.

„დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთ კონსტიტუციას საქართველოში. ჩვენ გვქონდა ნეგატიური და უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია. ყოველთვის, როდესაც იცვლებოდა კონსტიტუცია, იცვლებოდა მმართველი ძალის სასარგებლოდ. პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის. ეს არის ახალი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს. 
პარლამენტის სხდომას ესწრებიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მთავრობიდან, სასამართლო ხელისუფლებიდან და არასამთვარობო ორგანიზაციებიდან. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე  კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითად პრინციპებთან ერთად, პარლამენტს იმ რედაქციულ, ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ ცვლილებებს გააცნობს, რომელიც ორი მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციის პროექტში აისახება. 0

ავტორი: