დავით საყვარელიძე: პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას დავით საყვარელიძე: პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას />


  14:21:50     25-09-2017

დავით საყვარელიძე: პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას

a71564.jpg

უკრაინული პარტია „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო აპირებს მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას, - ამის შესახებ საყვარელიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ამ წუთას მივიღე არაოფიციალური და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს მათი რიცხვიდან, ვისაც ორი წლის წინ ეს მოქალაქეობა მანვე მოგვანიჭა.მე ძალიან მაშინებს ჩვენი ქვეყნის ბედი, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. ეს ადამიანია მთავარსარდალიც, კონსტიტუციის გარანტიც და ომის მონაწილე ქვეყნის ლიდერიც. არ დაგიმალავთ, მე ველოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ პოროშენკო საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციისთვის ასეთ მავნე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ადამიანის სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი ყველაზე მთავარი სიმბოლოს - პასპორტისა და მოქალაქეობის - ფეხქვეშ გათელვა - ძალიან ცუდი საქციელია. ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს.

ვიდრე ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი არ მოვა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ შეიქმნება, მე იძულებული ვიქნები მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში ვიბრძოლო“, - წერს დავით საყვარელიძე.

0

ავტორი: