მშენებლობა სიცოცხლის ხარჯზე - ვინ აგებს პასუხს „ანაგის“ ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო? მშენებლობა სიცოცხლის ხარჯზე - ვინ აგებს პასუხს „ანაგის“ ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო? />


  13:42:47     25-09-2017

მშენებლობა სიცოცხლის ხარჯზე - ვინ აგებს პასუხს „ანაგის“ ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო?

a71557.jpg

ე.წ ალექსეევკის დასახლებაში, "ანაგის" კუთვნილი მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მას ცოლი და რამდენიმე თვის გოგონა დარჩა. 

პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს, "ანაგის" თანამშრომელთა ერთი ნაწილი კი, არასაკმარისი უსაფრთხოების წესების შესახებ საუბრობს. 

„პრესა.ჯი“ აღნიშნულთან დაკავშირებით „ანაგის“ იურისტს დაუკავშირდა, რომელიც როგორც ჩანს, მთლად ჩამოყალიბებული არ არის, გადაუხდის თუ არა, კომპანია კომპენსაციას გარდაცვლილის ოჯახს... 

„პრესა.ჯი“: აპირებს თუ არა, კომპანია გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაცია გადაუხადოს? 

- რას გულისხმობთ კომპენსაციაში? კომპანია ყველანაირად შეეცდება გვერდით დაუდგეს გარდაცვლილის ოჯახს, ეს შეიძლება იყოს კომპენსაცია ან სხვა რამ. 

- თქვენი კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი არასაკმარისი უსაფრთხოების წესების შესახებ საუბრობს, რამდენად დაცულია ეს ნორმები? 

- მაინტერესებს მაგ ადამიანების სახელები. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, ჩვენი კომპანია ამ მხრივ უზრუნველოყოფილია და ამიტომ, მათ ნათქვამს ვერანაირად ვერ დავეთანხმები .

- რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი „ანაგის“ მშენებარე ობიექტზე, თუკი უსაფრთხოების წესები, როგორც თქვენ ამბობთ, საკმარისად დაცულია? 

- მომხდარი უბედური შემთხევა იყო და სხვა არაფერი“.

იურისტისაგან განსხვავებით, „ანაგის“ თანამშრომლები აცხადებენ რომ მსგავსი სამწუხარო ფაქტები, რომლებსაც კომპანიის იურისტი „უბედურ შემთხვევას“ უწოდებს, არც თუ იშვიათად ხდება...

რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, თვითმხილველთა განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი, კ.გ, მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

მას რომ კომპანიის წარმომადგენლების რეკომენდაციით, უსაფრთხოების ღვედი ჰქონოდა დამაგრებული, ცხადია, ინციდენტი ტრაგედიით არ დასრულდებოდა.

გარდაცვლილი, რომელიც რუსთავიდან იყო, შემთხვევიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გადაასვენეს პროზექტურაში, მანამდე, საპატრულო პოლიცია "ანაგის" ხელმძღვანელებს ელოდებოდა...
0

ავტორი: