12:23:25     25-09-2017
საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

სასწრაფოდ: თბილისში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში ბაღში ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, დაუდევრობის გამო მოხდა.
დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფი დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ სამწუხარო ინციდენტმა კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური კითხვა: არიან თუ არა, ჩვენი შვილები დაცულნი საბავშვო ბაღებში?
0