11:56:52     25-09-2017
არასამთავრობოები აფგან მუხტარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სოროსის ფონდში“ საქართველოში აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ კვლევა წარმოადგინეს.
კვლევაში ყურადღება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხტარლის საქმეზეა გამახვილებული. არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ ამ საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს და მუხტარლის და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ.
„საჭიროა საქართველოს მთავრობას მკვეთრად დააფიქსიროს პოზიცია და აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფელბასთან ურთიერთობას ადამიანის უფლებები არ შესწიროს,“- მიიჩნევენ მესამე სექტორში.
კვლევა წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: „თავისუფლება ახლა“; “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC”, “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.
0