11:10:31     25-09-2017
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართა

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს.
კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, პარლამენტის თავმჯდომარემ 24 სექტემბერს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.
0