11:03:40     25-09-2017
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების ეგზიტპოლის მიხედვით, მერკელს მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. არჩევნებში გერმანიის ახლანდელი კანცლერისა და ასევე მომავალი კანცლერობის კანდიდატ ანგელა მერკელის ბლოკმა 33.5% მიიღო, რაც მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის საკმარისი არ არის.
ეგზტიპოლის შედეგებს კანცლერი ანგელა მერკელი, მისი ოპონენტი მარტინ შულცი და ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი გამოეხმაურა. ანგელა მერკელის თქმით, ის „უკეთეს შედეგს“ ელოდა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ახალი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც ულტრამემარჯვენეების მიერ არჩევნებში ხმათა 13%-ის აღებას უკავშირდება, „ექსტრაორდინალურ გამოწვევებზე“ გააკეთა აქცენტი.
მერკელის თქმით, ის მოუსმენს ულტრამემარჯვენეები ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდამჭერების მოსაზრებებს, რათა ამ პარტიისთვის ხმისმიმცემი ამომრჩეველი "კვლავ დაიბრუნოს".მერკელის მთავარმა ოპონენტმა მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ ანგელა მერკელის ბლოკთან თანამშრომლობას არ აპირებს. მისი თქმით, არჩევნების შედეგები „დიდი კოალიციის დაშლის“ მაუწყებელია.
შულცმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მან და მისმა პარტიამ "არჩევნების წინ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია".რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის ფრაუკე პეტრის განცხადებას, ის ამბობს, რომ გერმანია „პოლიტიკურ მიწისძვრას“ განიცდის.
ეგზიტპოლის შედეგებს ბერლინში, გერმანელებმა გააპროტესტეს.
ბერლინის პოლიციის ცნობით, სამართალმდაცველებს მომიტინგეებმა ბოთლები ესროლეს.
0