დღეს, ერაყის ქურთისტანში  ერაყისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება დღეს, ერაყის ქურთისტანში ერაყისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება />


  09:02:17     25-09-2017

დღეს, ერაყის ქურთისტანში ერაყისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

a71528.jpg

დღეს, ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. 

პარლამენტში კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. 

რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. რეფერენდუმს, უპირველეს ყოვლისა ოფიციალური ბაღდადი ეწინააღმდეგება და ხმის მიცემას უკანონოდ მიიჩნევს.

რეფერენდუმთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს ირანმა ერაყის ქურთისტანის რეგიონის საზღვარზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, გარდა ამისა, ოფიციალურმა თეირანმა, ერაყის თხოვნით, ერაყის ქურთისტანთან საჰაერო სივრცეც ჩაკეტა.

ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდება. მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთით და წარმოადგენს ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს. ადგილობრივ ხელისუფლების სათავეში ქურთისტანის დემოკრატიული პარტიაა, რომლის პრეზიდენტი მასუდ ბარზანია. 0

ავტორი: