14:49:29     20-09-2017
ქარიშხალი „მარია“ ამჯერად პუერტო-რიკოს უტევს
![a71327.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71327.jpg)
ქარიშხალი „მარია“, რომელიც მეხუთე კატეგორიად შეაფასეს პუერტო-რიკოს თავს დაატყდა. სამმილიონ-ნახევარი ადამიანი ევაკუირებულია. მათი დიდი ნაწილი თავშესაფარში იმყოფება.
ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ ქარიშხალმა კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძული მნიშვნელოვნად დააზარალა. გვადელუპეში, მარტინიკასა და დომინიკაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ზუსტი ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ქარიშხალ „მარიას“ გამო მსოფლიოს ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა მუშაობა შეაჩერა.
ქარიშხალი 280 კილომეტრი სიჩქარით ვრცელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე ქარიშხალია, რომელმაც კარიბის ზღვის აკვატორიაში მდებარე კუნძლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
0