13:00:45     12-05-2011
საპროტესტო აქცია სირიაში ტანკებით დაარბიეს
სირიელმა სამხედროებმა ქალაქებში ჰამასში და ჰარაში ოპოზიციონერების გამოსვლა ტანკებით დაარბიეს. დაიღუპა 18 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
ქალაქ ჰომასში კი, სამხედრო ოპერაციის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველების განცადებით, დაღუპულების გვამები ეროვნულ ჰოსპიტალში ადრიანი დილით გადაიტანეს. ეს დარბევაც ტანკების საშუალებით მოხდა.
ქვეყნის არმიის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ქალაქებში შეტაკებების შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ბაშარ ასადის ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნოს, რაც სირიის ლიდერის მსოფლიო მასშტაბით იზოლაციას გამოიწვევს.
ევროკავშირი კი სანქციების საკითხს განიხილავს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, რიგი ქვეყნების თანხმობას ვერ მიაღწია.
0