10:45:26     13-09-2017
ხმაური ქუთაისში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა. მოსახლეობა აცხადებს, რომ კორპუსს წყალი 2 კვირაა არ მიეწოდება.
გზის გადაკეტვის გამო ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი არ დაშავებულა.
ამ დროისთვის გზა გახსნილია. აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელიც დახმარებას დაპირდა.
0