10:44:50     12-09-2017
ავღანეთში პაციენტმა წითელი ჯვრის ექიმი მოკლა
ჩრდილოეთ ავღანეთში, წითელი ჯვრის ესპანელი ფიზიოთერაპევტი პაციეტნმა მოკლა. 38 წლის ლორენა პერეს ქალაქ მაზარი-შარიფში რეაბილიტაციის ცენტრში ესროლეს.
იგი ნატოს სამხედრო ბაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის 21 წლის ავღანელი პაციენტი.
თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ პერესი მუშაობდა კაცებთან, ქალებთან და ბავშვებთან, რომლებსაც ამპუტირებული ჰქოდნათ კიდურები. 21 წლის ეჭვმიტანილს იარაღი თაბაშირში ჰქონდა გახვეული.„ლორენა იყო გამოცდილი და მზრუნველი ფსიქოთერაპევტი, რომელიც მუდამ ეხმარებოდა პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს, როგორც ჩანს დღეს განსაკუთრებული სისასტიკე მოხა“-აცხადებენ თანამშრომლები.