09:36:47     12-09-2017
აშშ-ში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
![a70881.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70881.jpg)
აშშ-ში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა დააზარალა.
ფლორიდაში, ქარიშხალ „ირმას“გამო, ხელისუფლებამ 6,5 მილიონი ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა. ფლორიდაში, ქარიშხლის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება 6,7 მილიონ აბონენტს. ერთ მილიონამდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ჯორჯიის შტატში.
შტორმი ასევე ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინისა და ალაბამას შტატებში მძვინვარებს.
მისი სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. ამჟამად ციკლონი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება.
სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა.
0