გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა  ჩრდილოეთ კორეა დაიცვა გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეა დაიცვა />


  13:33:46     06-09-2017

გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეა დაიცვა

a70661.jpg

“ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის გამო, ჩინეთი, კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლის და ქაოსის უფლებას არავის მისცემს", - ასე დაიცვა გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეა.

გაეროს უშიშროების საბჭო გუშინ აშშ-ს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის და სამხრეთ კორეის მოწვევით საგანგებოდ შეიკრიბა რათა, ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის და საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდა განეხილათ. ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ წარმოქმნილი კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.

გუშინ საგანგებოდ შეკრებილ გაეროს უშიშროების საბჭოზე, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ომის დასაწყებად იხვეწება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო პარტნიორობის მქონე ქვეყნებზე, ამის შემდეგ უფრო მეტ ყურადღება განხორციელდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვასილი ნებენზიაც გამოვიდა სიტყვით და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. მან კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა დაპრისპირებულ მხარეებს.

სხდომაზე სხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებიც გამოვიდნენ სიტყვით, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეის ქმედებები მიუღებლად შეაფასეს და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გაამახვილეს ყურადღება. 0

ავტორი: