15:09:29     30-08-2017
აშშ-ში სტიქიით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
![a70389.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70389.jpg)
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა.
ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 20-ს გადააჭარბა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქ ჰიუსტონში, რომელიც, ფაქტობრივად, წყლითაა დაფარული.
29 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ქარიშხალ "ჰარვისგან" დაზარალებულ ტეხასის შტატში ჩავიდნენ.ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს.
0