14:46:49     18-08-2017
ბარსელონასი ტერაქტის შემდეგ 7 წლის ჯულიან კედმენი დაიკარგა
![a70102.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70102.jpg)
გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ 7 წლის ავსტრალიელი ჯულიან კედმენი დაიკარგა.
ბავშვის ფოტო სიდნეიში მცხოვრებმა ტონი კედმენმა სოციალურ ქსელში განათავსა. კაცის თქმით, ის ტერაქტის დროს ბარსელონაში მყოფ შვილიშვილს ეძებდა.
მოზარდი თავდასხმის დროს დედასთან ერთად იყო, რომელიც მომხდარის შედეგად დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ოჯახის მის მოსაძებნად დახმარებას ითხოვს.