სიკვდილი გზებზე - ვინ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ყვარელში ავტოავარიას ემსხვერპლნენ? სიკვდილი გზებზე - ვინ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ყვარელში ავტოავარიას ემსხვერპლნენ? />


  11:08:01     27-07-2017

სიკვდილი გზებზე - ვინ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ყვარელში ავტოავარიას ემსხვერპლნენ?

კახეთში ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ხოლო 2 მძიმედ დაშავდა. გზის ცენტრალურ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხუთი ახალგაზრდა მიემგზავრებოდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

გარდაცვლილები ადგილობრივები, გავაზელები - ბექა რაჯებაშვილი, რამაზი მინდორაშვილი და გოგი ბულბულაშვილი იყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.
0

ავტორი: