13:30:51     14-06-2017
ლონდონში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად კამპანია დაიწყო
ლონდონში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, სიგნალიზაციის სისტემა არ მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, შენობაში ცოტა ხნის წინ დასრულდა სარემონტო სამუშაოები.
ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 6 ადამიანია გარდაცვლილი, 50-ზე მეტი კი საავდმყოფოშია გადაყვანილი, ჯერჯერობით მათი მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება ინფორმაცია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ამ დრომდეა მობილიზებულია.
ლონდონში მდებარე რელიგიური ცენტრები, დაზარალებულებს თავშესაფარს სთავაზობენ. სოციალურ ქსელში კი დაზარალებულთა დასახმარებლად კამპანია დაიწყო ჰეშთაგით -#GrenfellTower.
0