12:24:15     16-04-2011
ვუდი ალენი ახალ ფილმს იღებს
ვუდი ალენის ახალ ფილმში მონაწილეობას ჯესი აიზენბერგი და ელენ პეიჯი მიიღებენ. ამის შესახებ „Variety“ იტყობინება. ფილმში აგრეთვე პენელოპა კრუზი და ალეკ ბოლდუინიც ითამაშებენ.
ვუდი ალენმა ფილმის სცენარი თავად დაწერა. სიუჟეტის დეტალები უცნობია. კინოსურათის გადაღებები 2011 წლის ზაფხულში დაიწყება. ვუდი ალენის, ჯერჯერობით, უკანასკნელი ფილმი „შუაღამე პარიზშია“.
ალენის ფილმი კანის კინოფესტივალს გახსნის. ფესტივალი 2011 წლის 11–დან 22 მაისამდე გაიმართება. ფილმში, როგორც ცნობილია, ეპიზოდურ როლს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი თამაშობს.
0